kondicionerebi.ge
მთავარიჩვენ შესახებ

ვამოწმებთ კონდიციონერებს, რომ შენ არ მოგიწიოს შეცდომის ფასის გადახდა

kondicionerebi.ge დამოუკიდებელი გზამკვლევია - არ ვყიდით კონდიციონერებს და არ ვმონტაჟობთ. ჩვენი საქმეა, რომ 649-დან 3000 ლარამდე დიაპაზონში სწორი არჩევანი გააკეთო.

ყოველი რეკომენდაციის უკან სამი რამ დგას: რეალური ტესტები, ღრმა კვლევა და მყიდველების გამოცდილება.

როგორ ვმუშაობთ

სამი წყარო, რომელთა თანხვედრაც განსაზღვრავს ჩვენს შეფასებებს - არცერთი ცალკე არ არის საკმარისი.

🌡️ვამოწმებთ რეალურ პირობებში

პოპულარულ მოდელებს ვამონტაჟებთ და ვაკვირდებით რეალურ ბინებში - ვზომავთ ხმაურს საძინებელში ღამით, დენის ხარჯს მრიცხველით და რამდენად სწრაფად აგრილებს ოთახს ივლისის პაპანაქებაში. სპეციფიკაცია ერთია, ქართული ზაფხული - მეორე.

🔍ვიკვლევთ სიღრმისეულად

ყველა მოდელს, რომელსაც ფიზიკურად ვერ გავტესტავთ, ონლაინ ვიკვლევთ: მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაცია, საერთაშორისო ლაბორატორიების ტესტები, სერვის-ცენტრების სტატისტიკა. ფასებს ქართულ მაღაზიებში ყოველკვირეულად ვამოწმებთ.

💬ვუსმენთ მყიდველებს

ვაგროვებთ გამოხმაურებას რეალური მფლობელებისგან - რა გაუფუჭდათ მეორე წელს, როგორ მოიქცა გარანტია, გამოძახებაზე მოვიდა თუ არა სერვისი. თუ ბრენდი ქაღალდზე კარგია და ცხოვრებაში პრობლემურია, ეს რეიტინგში აისახება.

40+მოდელი შემოწმებულიტესტით ან სიღრმისეული კვლევით
7ბრენდი შეფასებულიერთი მეთოდოლოგიით, ერთი წონებით
ყოველ კვირასფასების შემოწმებაქართული მაღაზიების კატალოგებში
100+მფლობელის გამოხმაურებაშეგროვებული ბოლო წლის განმავლობაში
დამოუკიდებლობარატომ შეგიძლია გვენდო
  არცერთი მწარმოებელი არ გვიხდის რეიტინგში ადგილს - და ვერც გადაიხდის  ვაჩვენებთ მინუსებსაც - ჩვენი რჩევის ბრენდებისასაც კი  მეთოდოლოგია ღიაა - წონები და კრიტერიუმები ბრენდების გვერდზეა  შეცდომას თუ იპოვი - მოგვწერე და გავასწორებთ, განახლების თარიღით
გამჭვირვალობაროგორ ვფინანსდებით

საიტი შეიცავს პარტნიორულ ბმულებს: თუ ბმულით გადახვალ და იყიდი, მაღაზია მცირე საკომისიოს გვიხდის - შენთვის ფასი იგივე რჩება.

საკომისიო ერთნაირია ბრენდების უმეტესობაზე, ამიტომ მოტივი „ძვირი მოდელი შეგაჩეჩოთ" არ გვაქვს. რეიტინგებს ჯერ ვწერთ - ბმულებს მერე ვამატებთ, და არა პირიქით.

კონტაქტი

გაქვს კონდიციონერის გამოცდილება? გვიამბე

მფლობელების გამოხმაურება ჩვენი რეიტინგების ერთ-ერთი საყრდენია. მოგვწერე, რა მოდელი გაქვს და როგორ ემსახურება - განსაკუთრებით თუ პრობლემა ჰქონდა.